Pollster.ge

Language selector

საარჩევნო პროგნოზების ანალიზისთვის ამ ეტაპზე გამოყენებულია 36 წინასაარჩევნო და პოლიტიკური გამოკითხვების შედეგები, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდა. დამატებით, მონაცემების ანალიზის დროს 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც არის გათვალისწინებული. „CRRC-საქართელოს“ 2020 წლის ოქტომბრის ომნიბუსის კვლევა შეწონილია ე.წ. არგამოპასუხების მეთოდით. რეპლიკაციის მონაცემები და კოდი ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.

მასობრივი გამოკითხვის მონაცემები მრავალფეროვანია როგორც გამოკითხვის ჩატარების მეთოდოლოგიით, აგრეთვე შემსრულებელი და დამკვეთი ორგანიზაციების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აღქმით. ეს გარემოება საშუალებას გვაძლევს, საბოლოო შედეგებში მაქსიმალურად აისახოს მეთოდოლოგიური და იდეოლოგიური მრავალფეროვნება, რომლითაც ხასიათდება ქართული საზოგადოება.

ჩვენს მოდელებში გამოყენებული კვლევები შესაძლებელია დაიყოს სამ ძირთად ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება კვლევები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმადე და საარჩევნო პროცესამდე მნიშვნელოვნად ადრე ჩატარდა, როდესაც განსაზღვრული არ ყოფილა არჩევნების ჩატარების თარიღი, საარჩევნო კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების საბოლოო კონფიგურაციას. მეორე ჯგუფში შესაძლებელია გაერთიანდეს ის გამოკითხვები, რომლებიც ჩატარდა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების აღსრულების შემდეგ, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა მაჟორიტარულთან მიახლოვებულ საარჩევნო სისტემასთან. და ბოლოს, მესამე ჯგუფში ერთიანება ის კვლევები, რომლებიც ჩატარდა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, როდესაც ცნობილი გახდა როგორც საარჩევნო კანონმდებლობა, აგრეთვე საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ არჩევნებში მონაწილე ძირითადი სუბიექტები.

რაც შეეხება გამოკითხვების დაყოფას მეთოდოლოგიური კუთხით, შეგვიძლია გამოვყოთ მონაცემების შეგროვები ორი ძირითადი მოდელი: პირისპირ ინტერვიუები და სატელეფონო გამოკითხვები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონაცემთა შეგროვების ამ ორ მიდგომას მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეუძლია საბოლოო შედეგებზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე კითხვის ფორმულირება, რომელიც სხვადასხვა გამოკითხვაში განსხვავებულია. ზოგიერთი ტალღაში ნაკითხია ხმის მიცემასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო ზოგიერთში უბრალოდ პარტიული აფილცია ან მოწონება.